ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელებში ბელა ჰადიდსა და სელენა გომესს შორის დაწყებული დაპირისპირების საბოლოო წარსულში ჩაბარებაზე ალაპარაკდნენ. გოგონები, რომლებსაც The Weeknd-ის სასცენო სახელით ცნობილი მამაკაცი აერთიანებდათ, ამჟამად პარტნიორის გარეშე არიან, თუმცა ქიშპი, რომელზეც აქამდე საუბრობდნენ, არც მათ მიერ ინსტაგრამზე ერთმანეთის გამოწერის შემდეგ დასრულებულა.
საქმე იმაშია, რომ ბელა ჰადიდმა ინსტაგრამზე უახლესი ფოტო გამოაქვეყნა, რომლის კომენტარებშიც სელენა გომესმა ყველასთვის მოულოდნელა სითბოს გამოხატვა გადაწყვიტა.
"Stunning" - დაწერა მან, თუმცა ბელამ მალევე მთლიანად პოსტი წაშალა, რის გამოც გულშემატკირები ეჭვობენ, რომ მისთვის ძველი სიყვარული ჯერაც მტკივნეული თემაა.